ახალი ამბები

პლასტმასის ბარიერები საგამოცდო მაგიდაზე პირბადის ნაცვლად? – რაზე მსჯელობს სამინისტრო

24 ივნისი, 2020 • 1533
პლასტმასის ბარიერები საგამოცდო მაგიდაზე პირბადის ნაცვლად? – რაზე მსჯელობს სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, უნდა გამოიყენონ თუ არა აბიტურიენტებმა პირბადეები იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები აღჭურვილი იქნება სპეციალური პლასტიკატის ბარიერებით. ამის შესახებ გაბუნიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით გავიარეთ ძალიან ბევრი გასაუბრებები და მივიღეთ შენიშვნებიც, იმდენად არაერთგავროვანი იყო საზოგადოების მოლოდინები… პირბადე არის ბარიერი, ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის გაკეთება შეუძლებელია, ვგულისხმობ, მაგალითად, პლასტიკატის გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც მაღაზიაში ან ავტობუსში შევქმენით… განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ასეთი ბარიერებით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და მის წინ იქნება ეს ბარიერები… ახლა მიდის მსჯელობა, რამდენად დასაშვები იქნება, რომ იქ იმუშაონ პირბადის გარეშე”, – განმარტა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ამ თმასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება დაზუსტებული პასუხი. გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით დებატები გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა რეკომენდაციები კონდიცირების სისტემის არგამოყენებისკენ იხრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი