ახალი ამბები

“სარდაფში ჩატარებული” – გვრიტიშვილი TI-ს კვლევაზე

23 ივნისი, 2020 • 1090
“სარდაფში ჩატარებული” – გვრიტიშვილი TI-ს კვლევაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, უვადო მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის განწყობებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას “სარდაფში ჩატარებულს” უწოდებს.

“მთავარ არხთან” საუბრისას მოსამართლე აღნიშნავს, რომ ამგვარი კვლევების ავტორები განგებ არჩევენ ისეთ მეთოდებს, რომლებითაც სასამართლო ხელისუფლების უარყოფითად წარმოჩენა იქნება შესაძლებელი.

“რაც შეეხება ამ სარდაფში ჩატარებულ კვლევებს: მათ მიერ ჩატარებული დასკვნები ჩვენ არაერთგზის გვიმხელია. საველე სამუშაოს ჩამტარებლებიც და ვინც ამ შეკრებილი მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს ახდენს, ისინიც

თუნდაც მოსახლეობის ის სეგმენტები, რომელთაც ისინი იყენებენ რესპონდენტებად. ეს მეთოდები არის ისეთნაირად შერჩეული და რესპონდენტებიც ისეთნაირად არიან შერჩეულნი, რომ მაქსიმალურად მიიღონ შედეგი, რათა უარყოფითად წარმოჩინდეს სასამართლო ხელისუფლება”, – ამბობს ის.

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა – ასეთია ზოგადი სურათი, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან გამოიკვეთა. ავტორებმა მოქალაქეებს სასამართლო სისტემაში “კლანის” არსებობაზე, მმართველი პარტიის გავლენებსა და სხვა საკითხებზე ჰკითხეს აზრი.

გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს გავლენიანი ჯგუფი(“კლანი”), მათგან 84% კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ჯგუფს ხელისუფლების წარმომადგენლები უჭერენ მხარს. გამოკითხულთაგან, რომელთაც სისტემაში “კლანის” არსებობის სჯერათ, 88% ამბობს, რომ მასში შემავალმა ადამიანებმა სასამართლო უნდა დატოვონ.

47%-ს სასამართლოში “კლანის” არსებობის სჯერა – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი