ახალი ამბები

ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება – კუბილიუსი

22 ივნისი, 2020 • 1369
ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულება.

ამის შესახებ კუბილიუსმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„პირველი მოსმენით საქართველოში საარჩევნო რეფორმის 136 ხმით მიღებას მივესალმები. ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფისკენ, პოლიტიკური პატიმრების გარეშე! “, – წერს კუბილიუსი.


საქართველოს პარლამენტმა, 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 136-მა დეპუტატმა ხმა მისცა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. წინააღმდეგ წავიდა 5 დეპუტატი.

მანამდე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ თუ პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, ისინი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. “ევროპული საქართველოს” თქმით კი, მათ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით, რათა ხელისუფლებას არ ჰქონოდა პირველივე მოსმენაზე პროექტის ჩაგდების საბაბი, თუმცა, თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, ისინი ცვლილებებისთვის მხარდაჭერას მე-2 და მე-3 მოსმენისას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი