ცხინვალის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია დღეს, 20 ივნისს მედპერსონალის წარმომადგენელსა და კარანტინში მყოფ რუსეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს დაუდასტურდა.
ოსური მხარის ცნობითვე, 5 მაისიდან [პირველი სამი შემთხვევა გამოავლინეს] დღემდე ვირუსი 83 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 45 უკვე გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, მეთვალყურეობის ქვეშ 146 ადამიანია, მათ შორის 93 ექიმების დაკვირვების ქვეშ, დანარჩენი კი, – თვითიზოლაციაში.
როგორც ცხინვალში აცხადებენ, სულ 2 ათასამდე ტესტია ჩატარებული.
ვირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით, ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან სრულად ჩაკეტა, რუსეთთან საზღვარზე კი, გარკვეული შემზღუდავი რეგულაციები მოქმედებს.