ახალი ამბები

საპროტესტო პლაკატები „სირცხვილიას“ 2019 წლის აქციებიდან – [ფოტო]

20 ივნისი, 2020 • 2478
საპროტესტო პლაკატები „სირცხვილიას“ 2019 წლის აქციებიდან – [ფოტო]

2020 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, რა დროსაც ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოქალაქეები რამდენიმე კვირის განმავლობაში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად იკრიბებოდნენ.

დემონსტრაციაზე მოქალაქეები რუსულ ოკუპაციას, ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდნენ და ასევე, 20 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას, პროპორციულ არჩევნებსა და მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.

ზაფხულის ამ რამდენიმეკვირიანი აქციების ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილია“ იყო. აქციები, ჩვეულებისამებრ 7 საათზე იწყებოდა და 11-თვის მთავრდებოდა. თუმცა, მათი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი მოქალაქეების მიერ მოხატული სხვადასხვანაირი საპროტესტო პლაკატები იყო.

ნეტგაზეთი ჩვენ მიერ შერჩეულ რამდენიმე ორიგინალურ პლაკატს გთავაზობთ.


2020 წლის 20 ივნისს „სირცხვილია“ პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს. წინა წლისგან განსხვავებით, ახლა პარლამენტი მწვანე ღობითაა შემოფარგლული, ღობის მიღმა კი აყრილი ფილებია.

ფილებს უკვე 150-ე დღეა, რაც რეაბილიტაცია უტარდებათ, თუმცა, პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. სირცხვილიაში” რეაბილიტაციის მიზნის მიღმა პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ და ამბობენ, რომ პარლამენტის წინ ხელისუფლებამ უბრალოდ საპროტესტო სივრცე გადაკეტა.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

შემოღობილი პარლამენტი, რეაბილიტაციის 150 დღე და 20 ივნისის აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი