სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე პასუხად განაცხადა, რომ ის „სომხეთის რესპუბლიკის ხალხის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს“.
ევროპის სახალხო პარტიის (EPP-ის) თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა 17 ივნისს განაცხადა, რომ პარტია „შეშფოთებულია სომხეთში დემოკრატიის უკუსვლის არაერთი შემთხვევით“ და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას, „ თავი შეიკავოს ოპოზიციაზე ზეწოლისაგან“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა: „EPP-ის ლიდერი მუდამ მხარს უჭერს იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მის ჯგუფში ერთიანდებიან, მათ შორის სერჟ სარქისიანის [სომხეთის ექსპრეზიდენტის] რესპუბლიკურ პარტიას [ყოფილი მმართველი პარტია]“.
„ვფიქრობ, ბატონი ტუსკი უფრო თავშეკავებული უნდა იყოს და არ ჩაერიოს სომხეთის რესპუბლიკის ხალხის საქმეებში“, -განაცხადა მან.
„ჩემი აზრით, ბატონი ტუსკი სომხეთს სერჟ სარქისიანის თვალებით უყურებს, რომელიც მოწყვეტილია რეალობას“, – თქვა მან.
ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი ֏2 მლრდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს