ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ჯანეზაშვილთან სატელეფონო საუბარს საერთოდ ვერ ვიხსენებ

18 ივნისი, 2020 • 1209
ჩუგოშვილი: ჯანეზაშვილთან სატელეფონო საუბარს საერთოდ ვერ ვიხსენებ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი უარყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობაში ყოფნისას ჩუგოშვილი ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ საერთოდ არ ახსენდება რაიმე ტიპის სატელეფონო საუბარი ნაზი ჯანეზაშვილთან. რამდენჯერმე კი შეხვედრია საჯარო ღინისძიებებზე:

“მე სატელეფონო საუბარი, მგონი, საერთოდ არ მქონია, არ მახსენდება. თუ ვერ ვიხსენებ და ვცდები, არ ვიცი, მაგრამ არ მახსენდება სატელეფონო საუბარი საერთოდ. ერთმანეთს შევხვდით რამდენიმე შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ. ეს იყო, თუ არ ვცდები, მეოთხე ტალღის პროექტის განხილვა. სხვა სატელეფონო ზარს მე ვერ ვიხსნებ.

ერთადერთი, რაზეც არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, იყო, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გადიოდა მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით. მე მქონდა პოზიცია, საბჭოს დამოუკიდებელი წევრები აგვერჩია დამოუკიდებელი ქვორუმით და არა უმრავლესობით და ამას ვამბობდი, როცა ვიყავი უმრავლესობის წევრი. მაშინ ძალიან აგრესიული გამოხმაურებები ჰქონდა და ძალიან დააფრთხო ეს ქალბატონი. სხვა მე არ მახსენდება, აზრთა უთანხმოება გვქონოდა”, – ამბობს ჩუგოშვილი “პალიტრა ნიუსთან”.

მანამდე, “რადიო პალიტრას” ეთერში ნაზი ჯანეზაშვილმა თქვა, რომ თამარ ჩუგოშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო, ხშირად ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი აქტიურობა აწუხებდა.

ჯანეზაშვილი: ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი