ახალი ამბები

ჯანეზაშვილი: ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა

18 ივნისი, 2020 • 2079
ჯანეზაშვილი: ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “რადიო პალისტრასთან” ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილი, რომელიც  “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო, ხშირად ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი აქტიურობა აწუხებდა:

“თამარ ჩუგოშვილს რეალურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი წევრად ყოფნა აწუხებდა. დიახ, მე ჩუგოშვილის კანდიდატურა ვიყავი, მაგრამ ის ხშირად მირეკავდა. პირველად ვამბობ და აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ჩუგოშვილისგან ჩემთან ძალიან ბევრჯერ იყო ძალიან ბევრჯერ ზარები.

მე ვხვდებოდი, რომ თამარ ჩუგოშვილს აწუხებდა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი. თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთი სხვებიც არიან, თამარ ჩუგოშვილზე წინ ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ანუ მხარი ბევრმა დამიჭირა. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები”, – ამბობს ჯანეზაშვილი “რადიო პალიტრასთან”.

მისი თქმით, ჩუგოშვილი მასთან საუბრისას ასევე აღნიშნავდა, რომ ჯანეზაშვილის აქტიურობა “ქართულ ოცნებაში” არ მოსწონდათ:

“ჩუგოშვილი მირეკავდა და ხშირად იყო ეს შემთხვევები, როდესაც უთქვამს, რომ რაღაცებზე მე უნდა გავჩუმებულიყავი. ისიც უთქვამს, რომ ვიღაცებს ზევით და მის პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა. ისიც უთქვამს, ჩემი მხრიდან რომ სირცხვილი იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოსვლა, ვინც მე ამირჩია. ეს იყო თამუნას მორალი და მოსაზრება” ,- ამბობს ჯანეზაშვილი.

თამარ ჩუგოშვილმა “ქართული ოცნება” 2019 წლის 14 ნოემბერს დატოვა მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო.

ჩუგოშვილი: ჯანეზაშვილთან სატელეფონო საუბარს საერთოდ ვერ ვიხსენებ

მასალების გადაბეჭდვის წესი