ახალი ამბები

კაცი 10 წლის ბავშვს სექსუალური ხასიათის ფოტოებს სძალავდა – შსს

18 ივნისი, 2020 • 726
კაცი 10 წლის ბავშვს სექსუალური ხასიათის ფოტოებს სძალავდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების  ბრალდებით გორში 2001 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა არასრულწლოვანი აიძულა, მისთვის სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეო გაეგზავნა. ბრალის დამკტიცების შემთხვევაში დაკავებულს 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ “ფეისბუკის” დახმარებით, 2010 წელს დაბადებულს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა”,-წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი