ახალი ამბები

გახარია გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე

18 ივნისი, 2020 • 976
გახარია გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე

“საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული. ეს ფაქტია. სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ჯურნალისტებთან საუბრისას, გააკეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა გახარიას რამდენიმე კითხვა დაუსვეს გაბუნიას საქმეზე, მათ შორის, რუსეთის კვალთან დაკავშირებითაც.

გახარიამ განაცხადა, რომ გაბუნიას უსაფრთხოების საკითხი ყველაფერთან ერთად არის “ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემორკატიიის და  ქვეყნის უსაფრთხოების მაჩვენებელი”.

“კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს გამჭირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ… არავის მივცეთ სპეკულირების საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, – თქვა გახარიამ.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც გასულ წელს პუტინის გინების გამო გაბუნიას გადამალვა ურჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, რომელმაც აღნიშნა, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე შეფასებები გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს, მანამდე კი განცხადებებს “პოლიტიკური ირესახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება”.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე პროვოკაციული ქმედებაა და მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი