ახალი ამბები

“ქართული ოცნების” მთავარი დამახასიათებელი მზრუნველობა და ჰუმანურობაა – გახარია

17 ივნისი, 2020 • 1459
“ქართული ოცნების” მთავარი დამახასიათებელი მზრუნველობა და ჰუმანურობაა – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი დამახასიათბელი ნიშანი მზრუნველობა და ჰუმანურობაა. ამის შესახებ გახარიამ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

“მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელიც არსებობს, “ქართული ოცნების” ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი არის მზრუნველობა. მე გარკვეული პერიოდი მომიწია შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობა, სწორედ ამ პოზიციაზე დავინახე, რას ნიშნავდა ჩემი რიგითი მოქალაქისთვის ჰუმანურობის ის ხარისხი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა ამ ქვეყანაში. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა თავისუფლებაა ადამიანისთვის. ხშირ შემთხვევაში ჰუმანურობის ეს ხარისხი ეფექტურობას ცოტა აზიანებდა, მაგრამ წინა წლების განამვლობაში იმდენად დათრგუნული იყო საზოგადოება, ამ ქვეყნის სოციალური ქსოვილი, რომ ჰუმანურობის ეს ხარისხი იყო აუცილებელი ჟანგბადი იმისთვის, რომ ადამიანს უბრალოდ სრულფასოვან მოქალაქედ ეგრძნო თავი”, – განმარტა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეს საქართველოში იმდენად დიდია თავისუფლების ხარისხი, რომ მისი შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია:

“ქართულმა ოცნებამ” გაიაზრა, რომ ჰუმანურობასთან ერთად თუ არ გავზარდეთ ეფექტურობის ხარიხსი, ეს ჩვენი მოქალქე მოვა და მომკითხავს და ამ მოკითხვის ფასი იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და დიდი დღეს, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა იმიტომ, რომ მოქალაქეს უკვე გამოხატვის თავისუფლება აქვს უზრუნველყოფილი, მედია არის თავისუფალი, პენიტენციალური სისტემა სულ სხვანაირად ფუნქციონირებს. საერთშორისო დონეზე საქართველოს პროგრესი და ვალდებულებები ბევრად უფრო დიდია, საპარლამენტო ხელისუფლება არის ღია, ტელევიზიის დაარსება შესაძლებელია 24 საათში”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი