ახალი ამბები

ბულაჩაურზე პატრულის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

18 ივნისი, 2020 • 1933
ბულაჩაურზე პატრულის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა

თბილისში, ბულაჩაურის ქუჩაზე პატრულის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა.

დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი პატრულის თანამშრომელი. მეორე ავტომანქანა მოქალაქე კატო ოცხელს ეკუთვნის. იგი “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ მოძრაობის წესები სწორედ დიდი სიჩქარით მოძრავმა საპატრულო პოლიციის მანქანამ დაარღვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი