ახალი ამბები

ჩემ გვარს ნურსად დაასახელებენ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას – ელისაშვილი საერთო მაჟორიტარებზე

17 ივნისი, 2020 • 974
ჩემ გვარს ნურსად დაასახელებენ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას – ელისაშვილი საერთო მაჟორიტარებზე

“ჩემს სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად დავდგე და სად არა”, – ამ განცხადებას სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი აკეთებს თბილისში ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარების შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით.

ელისაშვილის თქმით, თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით არ იცის, ვინ რაზე შეთანხმდა. მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია კი ასეთია:

“1. სანამ პარლამენტს არ დაუმტკიცებია 120/30 პრინციპი, მანამდე თბილისის მაჟორიტარების პრეზენტაცია ძალიან არასერიოზულია. ვინმეს აქვს გარანტია, რომ დიმიტრი ხუნდაძე ისევ არ “აჯანყდება” და ისევ არ ჩააგდებენ ამ საკითხს? ასე რომ, ოპოზიცია ძალიან კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად, სად ჩქარობს ოპოზიცია, ვერ ვხვდებით;
2. თბილისის მაჟორიტარებზე თუ იქნებოდა შეთანხმება, უნდა ყოფილიყო ყველას შეთანხმება და არა ცალკეული პარტიების. ყველა ამ შეთანხმების მონაწილე არაა, როგორც ვხედავთ, ასე რომ, ჩვენც ვერ ვხედავთ მონაწილეობის აუცილებლობას;
3. ჩემს სახელს და გვარს ნურსად ნუ დაასახელებენ. მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას, სად დავდგე და სად არა”, – წერს ელისაშვილი ფეისბუკზე.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლრარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ლელოს პოზიციის შესახებ წაიკითხეთ აქ:

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი