ახალი ამბები

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

17 ივნისი, 2020 • 2110
გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ინფორმაციით, ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი ამ ზაფხულს შეცვლის. მარკ კლეიტონი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგება. ჯასთინ მაქენზი სმითი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

მარკ კლეიტონი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1997 წლიდან მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი