ახალი ამბები

არავის სჯერა, რომ ვიღაც ემოციურ ნიადაგზე ცდილობს შურისძიებას – კობახიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

17 ივნისი, 2020 • 1325
არავის სჯერა, რომ ვიღაც ემოციურ ნიადაგზე ცდილობს შურისძიებას – კობახიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას არ სჯერა, თითქოს “მთავარი არხის” ჟურნალისტის მკვლელობას შურისძიების მიზნით გეგმავდნენ. ამის შესახებ კობახიძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ფაქტი თავისთავად ძალიან მძიმეა იმიტომ, რომ საქმე ამ გამოძიებაში ეხება ადამიანის სიცოცხლეს, აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. გარდა იმისა, რომ აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ასეთ შესაძლო დანაშაულს შესაძლოა გამოეწვია სტაბილურობის კუთხით პრობლემები, საზოგადოებაში ვნებათაღელვა და შესაძლოა, ესეც იყო მიზანი. არავის არ სჯერა იმისა, რომ ვიღაც ემოციურ ნიადაგზე ცდილობს შურისძიებას. ამას ჰქონდა გარკვეული მიზანი და მიზანი იქნებოდა უფრე მეტი, ვიდრე გარკვეული ადამიანის სიცოცხლის მიმართ რაღაცის გაკეთება”, – თქვა კობახიძემ.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის აწყობდა ამ დანაშაულის ჩადენა, კობახიძე პასუხობს, რომ ეს აწყობდა ქვეყნის გარეთ “იმ ქვეყანას, რომელიც დაპირისპირებულია საქართველოს პრინციპულ ინტერესებთან”, ასევე, საქართველოს შიგნით “ეს აწყობდა რადიკალურ ოპოზიციას, ვისაც შეიძლება აწყობდეს რადიკალური სცენარები”.

თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი