ახალი ამბები

უცხოელი პარტნიორების შეფასებები ხშირად პოლიტიკური გემოვნების თემაა – გახარია

17 ივნისი, 2020 • 845
უცხოელი პარტნიორების შეფასებები ხშირად პოლიტიკური გემოვნების თემაა – გახარია

პრემირის, გიორგი გახარიას თქმით, უცხოელი პარტნიორებისგან კრიტიკა გარკვეულ შემთხვევებში საფუძვლიანია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ისინი შეცდომაში შეჰყავთ ქვეყნის “მეგობრებს”, რომლებსაც “სხავდასხვა არასამართლიანი აზრები და იდეები ჩააქვთ”. ამის შესახებ გახარიამ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

“რაღაც ნაწილში უცხოელი პარტნიორების წერილები გამოხატავდა მათ შეშფოთებებს, ზოგჯერ საფუძვლიანადაც. ბიზნესის ნაწილში ჩვენ ავუხსენით ეს ბევრჯერ და ახლაც ვუხსნით, რომ იქიდან გამომდიანრე, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიაა, სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მუდმივი, ყოელდღიური საკმაოდ სისტემური მუშაობის აუცილებლობა ყველა მიმართულებით.

ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურ ცხოვრებაში ყოველდღიურად შეხება გვაქვს ქვეყნის განვითარების ყოველდღიურ შედეგებთან, მედია იქნება, ბიზნესის კეთება იქნება, გამოხატვის თავისუფლება იქნება, ბოლობოლო, ეს ჩვენთვის ნორმალურია, მაგრამ ჩვენ გარკვეული პერიოდი მოგვიწევს ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ამის ახსნა ჩვენი პარტნიორებისთვის. იმიტომ, რომ იქ ხომ ქვეყნის სხვადასხვა “მეგობრები” ჩადიან, რომლებსაც სხავდასხვა არასამართლიანი აზრები და იდეები ჩააქვთ. ამიტომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში კრიტიკა იყო საკმაოდ სუბიექტური და ჩვენ ამას ვუხსნიდით და შემხვედრი გაგებაც ყოველთვის მოდიოდა”, – განამრტა გახარიამ.

მისი თქმით, უცხოელი პარტნიორების შეფასებები ხშირად პოლიტიკური გემოვნების თემაა:

“ეს შეიძლება უბრალოდ იყოს პოლიტიკური გემოვნების თემა და ესეც უნდა გვესმოდეს. შეიძლება ჩვენ გაგვაკრიტიკონ, მაგრამ თქვან, რომ საქართველო იყო, არის და რჩება სტრატეგიულ პარტნიორად”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი