ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი ხმის მიცემის ონლაინ სისტემის დანერგვაზე ფიქრობს

15 ივნისი, 2020 • 1365
ფაშინიანი ხმის მიცემის ონლაინ სისტემის დანერგვაზე ფიქრობს

“უნდა ვიფიქროთ ონლაინ-კენჭისყრის სისტემის დანერგვაზე, რომლის შედეგებიც ისეთივე საიმედო იქნება, როგორც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები”,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკონსტიტუციო რეფორმების კომისიის დღევანდელ, 15 ივნისის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ეს არა მხოლოდ საარჩევნო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, რადგანაც ეპიდემიოლოგური სიტუაციის გამო შესაძლოა ნორმალურ კენჭისყარსთან დაკავშირებით სირთულეები წამოიშვას”.

“ასეთ შემთხვევაში ბევრი ადამიანი, შესაძლოა, მოკლებული იყოს საკუთარი სამოქალაქო უფლებების რეალიზების შესაძლებლობას”.

რეფერენდუმი საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 5 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

სომხეთის სასამართლო – ყოფილი პრეზიდენტების ბასტილია?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი