ახალი ამბები

სად და ვისთვის (არ) არის სავალდებულო პირბადის ტარება

15 ივნისი, 2020 • 1382
სად და ვისთვის (არ) არის სავალდებულო პირბადის ტარება

საქართველოს მთავრობამამ პირბადის ტარების წესი დაადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, დადგენილებით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის კი, მათი ჯანმრთელობის მდგომაროებიდან და ასაკიდან გამომდინარე, გამონაკლისები დაწესდა.

მეზვრიშვილის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება შემდეგ დახურულ სივრცეებში:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღები;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართული შეხვედრები, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტები;
  • სავაჭრო ობიექტები;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები;
  • სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული რეკომენდაციებით გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობისას.

პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ:

  • 6 წლამდე ბავშვებს;
  • ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება, მაგალითად, აქვთ სასუნთქი სისტემების პრობლემები, და შშმ პირებს;
  • სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალს, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სარებილიტაციო სერვისის მიწოდებისას;
  • შეხვედრებზე მომხსენებელს, თუ შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირები – 500 ლარით.

კანონპროექტით, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 50 ლარით დაჯარიმდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი