ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მანქანით ბავშვს დაეჯახა

13 ივნისი, 2020 • 1589
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მანქანით ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით დაეჯახა 10 წლის ბავშვს.

ტოროსიანმა 13 ივნისს დაწერა, რომ ინციდენტი დილის საათებში მოხდა, როდესაც სამსახურის გზაზე სახაროვის მოედნიდან ვარდანიანცის ქუჩაზე შეუხვია.

მინისტრის თანახმად, ბავშვი თვითონვე მიიყვანა კლინიკაში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარეს და მას მხოლოდ ნაკაწრები აქვს მარჯვენა ხელზე.

„იგი ცოტა ხნით დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რის შემდეგაც გაწერენ“, – დაწერა მან.

ტოროსიანის თქმით, მან თვითონვე აცნობა პოლიციას ინციდენტის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, დააკისრებენ თუ არა მინისტრს რაიმე სახის პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი