ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ხსნიან სომხეთში Covid-19-ის მზარდ რიცხვს საქართველოსთან შედარებით

2 აპრილი, 2020 • 2586
როგორ ხსნიან სომხეთში Covid-19-ის მზარდ რიცხვს საქართველოსთან შედარებით

იმის მიუხედავად, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოზე 4 დღით გვიან დაფიქსირდა, ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევა დასტურდება:

  • ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა, სომხეთში კი- 1 მარტს;
  • 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების, ჯამში, 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, სომხეთში კი- 663;
  • სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსით გარდაცვალება არ დადასტურებულა;

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს 2 აპრილს პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არის სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოში, რაზეც მან ასე უპასუხა:

„საბედნიეროდ, საქართველოში ინფექცია არ დაფიქსირებულა საწარმოში, სადაც 500 თანამშრომელი მუშაობს, ან ბანკეტზე, სადაც 100 ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის ასეთი განსხვავების მიზეზი ჩვენსა და საქართველოს შორის ინფექციის შემთხვევებში“. მის კომენტარს სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.

„ორივე ქვეყანა იყენებს პრაქტიკულად ერთსა და იმავე მექანიზმებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა მან.

11 მარტს სომხეთში დადასტურებული ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემთხვევა გავრცელების თვალსაზრისით რთული გამოდგა:

ერთ-ერთი მათგანი სამკერვალო საწარმოს ინჟინერი იყო, რომელიც სამსახურში დადიოდა, მეორე კი იტალიიდან ქალაქ ეჩმიაძიანში ჩავიდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალს და შვილის ნიშნობას დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი