ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

13 ივნისი, 2020 • 948
ცხინვალში Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – იუწყება იქაური მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა.

როგორც გაგლოევამ უთხრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის სააგენტო „რესს“, ოთხივე ინფიცირებული არის რუსეთის სამხედრო აკადემიის კურსანტი.

ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 76 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა უმრავლესობაც სწორედ რუსეთიდან ჩასული კურსანტები იყვნენ;

ამ დროისთვის მკურნალობას აგრძელებს 36 პაციენტი. დაკვირვების ქვეშ რჩება 252 ადამიანი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უნდობლომას უცხადებს სოხუმისა და ცხინვალის მონაცემებს Covid-19-თან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი