Posted inახალი ამბები

უკვე 10 პაციენტის ინფიცირების წყარო არ ვიცით – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 ივნისის დილისთვის, 10-მდეა გაზრდილი ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომლების ინფიცირების წყაროც უცნობია.

13 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა [ბოლო 24 საათში 14] და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ახლა 851-ს შეადგენს; ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი (ჯამში 702).

ეზუგბაიას თანახმად, ამ ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 ადამიანი კი საკარანტინე სივრცეში იყო, 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, კი დანარჩენი 5-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ თქვა, თუ ამ 5 პირს, ვისი ინფიცირების წყარო უცნობია, მივამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ იმ 5 ინფიცირებულს, რომელთა ინფიცირების წყაროც ასევე არ იყო ნაპოვნი, ჯამურად 10 ასეთი შემთხვევა გამოდის; თუმცა მანვე აღნიშნა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, წინა 5-ის ინფიცირების წყარო დადგინდა თუ არა.

მთავრობის ვებ-გვერდის, stopcov.ge-მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 702
  • მათ შორის გარდაცვლილი – 13
  • კარანტინის რეჟიმში – 3026
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა