13 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა [ბოლო 24 სთ-ში 14] და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ახლა 851-ს შეადგენს; ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი (ჯამში 702).
მთავრობის ვებ-გვერდის, stopcov.ge-მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 702
- მათ შორის გარდაცვლილი – 13
- კარანტინის რეჟიმში – 3026
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 ივნისის დილისთვის, 10-მდეა გაზრდილი ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომლების ინფიცირების წყაროც უცნობია.
ეზუგბაიას თანახმად, ამ ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 ადამიანი კი საკარანტინე სივრცეში იყო, 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, მისი ამდროინდელი ინფორმაციით კი დანარჩენი 5-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.