ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თუ ყოველდღე 550-600-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება, ქვეყანას ისევ ჩავკეტავთ”, – ფაშინიანი

12 ივნისი, 2020 • 1049
“თუ ყოველდღე 550-600-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება, ქვეყანას ისევ ჩავკეტავთ”, – ფაშინიანი

“თუ ყოველდღიურად სომხეთში 550-600 ახალი შემთხვევა გვექნება, ამ დატვირთვას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ, 12 ივნისის სხდომაზე. 

ამავე დროს, ფაშინიანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ქვეყანა ისევ ჩაიკეტოს, თუკი ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს. 

12 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 612 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 173 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 15281 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 258 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5639 ადამიანი. ჩატარებულია 77686 ტესტირება.

ქვეყანაში ვირუსის მზარდი გავრცელების მიუხედავად, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე კვირის წინ გარკვეული შეზღუდვები “ეკონომიკის გადარჩენის” მოტივით მოიხსნა. მათ შორის , აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, ასევე გაიხსნა კაფე-რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი