ახალი ამბები

პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტმა კანონი მიიღო

12 ივნისი, 2020 • 1251
პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმდება – პარლამენტმა კანონი მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, როემლიც დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აწესებს.

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა.  ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში — აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში – პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500 ლარი იქნება.

ასევე, ოხანაშვილის ცნობით, კანონპროექტი უკავშირდება საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის წესებისა და თვითიზოლაციის/კარანტინის წესების დაცვას.

რაც შეეხება ღია სივრცეებს, მაგალითად, პარკებს, ოხანაშვილის თქმით, „ღია სივრცეებში არაა პასუხისმგებლობა დადგენილი“.

როგორც პარლამენტში კანონპროექტის ავტორმა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რეგულაციები იმოქმედებს, სულ მცირე, 15 ივლისამდე.

კანონპროექტით, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 50 ლარით დაჯარიმდება

მასალების გადაბეჭდვის წესი