ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი.
მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-s თანახმად, საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 828 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 694, ხოლო გარდაიცვალა – 13.
ახალი ექვსი შემთხვევიდან 5 გუშინ, დღის განმავლობაში დადასტურდა. ამირან გამყრელიძემ 10 ივნისს თქვა, რომ ამ 5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერჯერობით ვერ პოულობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.
5 ახალი შემთხვევის პირველწყაროს ჯერ ვერ ვპოულობთ – გამყრელიძე