ახალი ამბები

8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია – ლინკევიჩიუსი

10 ივნისი, 2020 • 1091
8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია – ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ლინკევიჩიუსი twitter-ზე წერს, რომ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა.

“ხელახლა დავადასტურე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ხაზი გავუსვი, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია”, – წერს ლინკევიჩიუსი.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი