ახალი ამბები

გორთან ავტობანზე მანქანა ამობრუნდა, დაშავდა 3 მგზავრი

9 ივნისი, 2020 • 854
გორთან ავტობანზე მანქანა ამობრუნდა, დაშავდა 3 მგზავრი

გორთან, ცენტრალურ ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შედეგადაც 3 მგზავრი დაშავდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გაულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სამივე დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი