ახალი ამბები

უსიმპტომო პაციენტების მიერ ვირუსის გავრცელება იშვიათია — WHO

9 ივნისი, 2020 • 1385
უსიმპტომო პაციენტების მიერ ვირუსის გავრცელება იშვიათია — WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კორონავირუსზე რეაგირებისა და აღმოცენებადი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი, მარია ვან კერკჰოუ აცხადებს, რომ პირები, ვინც კორონავირუსით არიან დაავადებული, თუმცა სიმპტომები არ აქვთ, იშვიათად ავრცელებს დაავადებას, წერს CNN.

„რა ინფორმაციაც გვაქვს, ჯერჯერობით ჩანს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანის მიერ ვირუსის გადაცემა“, — განაცხადა მან.

„გვაქვს ინფორმაცია ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტების ძალიან დეტალურ ტრეკინგს [ძიება/გამოვლენას] ახდენენ, იკვლევენ ასიმპტომურ შემთხვევებს და ზოგჯერ ვერ პოულობენ მის მიერ ვირუსის გადაცემას“, — აღნიშნავს იგი.

„ინფექცია ერთი ადამიანიდან მეორეს ინფიცირებული წვეთებით გადაეცემა. ყველა სიმპტომიანი შემთხვევის აღმოჩენა, იზოლირება, კონტაქტებზე გასვლა და კარანტინში მოთავსება რომ შეგვეძლოს, ძალიან დიდად შევამცირებდით ვირუსის გადაცემას“, — ამბობს კერკჰოუ.


აქამდე არსებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ძირითადი გამავრცელებლები სწორედ უსიმპტომო პაციენტები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი