ახალი ამბები

უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია – ბერძენიშვილი

8 ივნისი, 2020 • 1071
უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია – ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი მთელ ცივილიზებულ სამყაროში დაკანონებულია.

დავით ბერძენიშვილის ეს განცხადება მოჰყვა მანამდე „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და უსუფაშვილის კომენტარებს. 2 დღის წინ ხაზარაძემ თქვა, რომ რომ ლგბტ პირებს შორის ქორწინების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ბავშვი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

უსუფაშვილმა კი თავის განცხადებაში დაწერა, რომ „ლელო“ გმობს დისკრიმინაციასა და შევიწროებას, თუმცა, ყველა ადამიანის ქორწინებას მხარს არ უჭერს.

„ახლა, 2020 წელს, მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ხუთივე კონტინენტზე, დაკანონებულია ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება ან სამოქალაქო კონტრაქტი. ორი ათეული წლის წინ დასავლეთ ევროპაში კონტრაქტი იყო და აღმოსავლეთში არა.

2016 წელს რესპუბლიკელებმა გავაპროტესტეთ და დავუპირისპირდით ხელისუფლების პროპაგანდისტული, შავრაზმული კამპანიის ფარგლებში საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრას, რომ ქალის და კაცის ერთობაა ქორწინება. არ დავმალულვართ – კრიტიკულ ვითარებაში ღირებულებებისადმი ერთგულება ვარჩიეთ ელექტორალურ ამოცანას, რაკი შეთავსება შეუძლებელი გახდა.

კიდევ უფრო მკაფიო იყო ეს მიდგომა 2017-ის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისას. მოძალადე, რუსული გავლენების ბასტიონის – საპატრიარქოს მეხოტბეობა და უმცირესობების ჩაგვრაში ფაქტობრივი თანამონაწილეობა ცუდია. სუსტთან ძლიერი და ძლიერთან სუსტი… ეს არაა თავისუფალ ადამიანთა არჩევანი“, – წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუკზე.

მისივე თქმით,„რესპუბლიკელები“ საქართველოში სამოქალაქო კონტრაქტის გამოქვეყნებული( 2017), ლგბტქ თემის და არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი ტევადი კონცეფციის ავტორები არიან.

“გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს..მეტით არა. გვსურს, მივუახლოვდეთ მალე აღმოსავლეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპას, სადაც სამოქალაქო კონტრაქტია.

სწორედ სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის სრულფასოვან ნაწილად ვხედავთ საქართველოს მალე… ნატოში უსაფრთხოებითაც,  ევროკავშირში კეთილდღეობითაც და ლიბერალური ღირებულებებითაც. გამონაკლისებს ამოფარება სისუსტე და სითამამის ნაკლებობაა“, – ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი