ახალი ამბები

აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება – აეროპორტების გაერთიანება

7 ივნისი, 2020 • 1133
აეროპორტსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება – აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტში და თვითმფრინავის ბორტზე პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. უწყების ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ უკვე პირველი ივლისიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება შეძლონ.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის.
მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა,‘’- არჩუაძე.

მისივე განმარტებითვე, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ, ხოლო ჩაფრენისას იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც მიემგზავრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი