ახალი ამბებისაზოგადოება

ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა

6 ივნისი, 2020 • 5128
ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა

ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” დირექტორობიდან გადადგა. ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე ცნობით, მის თანამდებობას არხის მფლობელი ვატო წერეთელი დაიკავებს.

გრიგოლია გადადგომის მიზეზად პროფესიული და ოჯახური ინტერესების “შეჯახებას” ასახელებს:

“ბოლო პერიოდში, ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო, რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა. სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში..

ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ, არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები.  ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი, რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი, რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)…

რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.
ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი.

რომ როდესმე,ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა .
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია.

აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.
მადლობა მთელს ტელევიზიას, ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე,”- აცხადებს გრიგოლია.

 

გრიგოლიას შემცვლელს არ ვეძებ, გენერალური დირექტორი მე გავხდები- ვატო წერეთელი

მასალების გადაბეჭდვის წესი