ნეტგაზეთი | 200-მდე COVID დაინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის რიგში გვყავს – ფაშინიანი 200-მდე COVID დაინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის რიგში გვყავს – ფაშინიანი – Netgazeti

200-მდე COVID დაინფიცირებული ჰოსპიტალიზაციის რიგში გვყავს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელი განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. მეტსაც გეტყვით, სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო, კორონავირუსის მქონე ადამიანი გარდაიცვალა. გვქონდა ისეთი ორი შემთხვევაც, როდესაც ორი პაციენტი გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ არასაკმარისი ადგილების გამო მათი მოთავსება რეანიმაციაში ვერ მოხერხდა”, –  განაცხადა ფაშინიანმა.

დღეის, 6 ივნისის ოფიციალური მონაცემებით,  კორონავირუსის 547  შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის სომხეთში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი