ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, მარტი-მაისში მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა

5 ივნისი, 2020 • 1089
პრეზიდენტის თქმით, მარტი-მაისში მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტი-მაისის პერიოდში მისმა მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა.

ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი “მთავარი არხის” კითხვას, რა ოდენობის თანხა დახარჯა პანდემიის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან საუბრისას. პრეზიდენტი ასევე წერს, რომ მარტიდან მაისის ჩათვლით სულ 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. აქედან 18 ქვეყნის პირველ პირს- ინტერნეტის საშუალებით, ხოლო  32 ქვეყნის ლიდერს ტელეფონით დაუკავშირდა.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა”,-წერს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი