ახალი ამბები

ვეცდებით, ქუთაისში პარლამენტის შენობას ვუპოვოთ რაიმე სახის კომერციული ინტერესი – გახარია

5 ივნისი, 2020 • 1163
ვეცდებით, ქუთაისში პარლამენტის შენობას ვუპოვოთ რაიმე სახის კომერციული ინტერესი – გახარია

ქუთაისში მყოფი გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო გამოიკვლევს პარლამენტის ყოფილი შენობის კომერციულ მიმზიდველობას, ამის შემდეგ კი შესაძლოა გაიყიდოს კიდეც. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას, რომელიც ამ დრომდე უფუნქციოა:

“პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით არგუმენტები, რომლებსაც თქვენ ამბობთ, მისაღებია და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას უარყოფს… დროულად არის მოსაგვარებელი… ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ ნაბიჯს, რომ ვუპოვოთ ამ შენობას, თუ გამოვლინდება რაიმე სახის კომერციული ინტერესი. პანდემიამდე რამდენიმე კომერციული შემოთავაზება იყო. საპოლიციო ჰაბად [ქცევის] საკითხიც განიხილება, თუმცა პირველი ნაბიჯი რაც იქნება, ალბათ, ამ შენობის გატენდერებაა… ვნახოთ, კომერციული თვალსაზრისით რა ინტერესი გამოვლინდება და ამის შემდგომ უკვე სახელმწიფო გადაწყვეტს”, – ამბობს გახარია.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო 2012 წლის 21 ოქტომბერს.

2019 წლის იანვრიდან კი ქუთაისში პარლამენტის შენობა გაუქმდა და კვლავ ძველ ადგილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას დაუბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი