ახალი ამბები

ნათია თურნავა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხვდება

5 ივნისი, 2020 • 873
ნათია თურნავა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხვდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის წევრებს დახურულ ფორმატში ხვდება.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი პარლამენტში კომიტეტმა მოიწვია, თუმცა შეხვედრის დღის წესრიგი უცნობია.

პარლამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი