თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ხვალ, 5 ივნისს, დილიდან გაიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს მთავრობაში დაუდასტურეს.
მთავრობის თქმით, თეთრიწყარო ხვალ დილის 6 საათიდან გაიხსება და ყველა დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება.
მანამდე, თეთრიწყაროს გახსნის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა 449 ტესტზე მეტი.
კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე შემთხვევის გამო თეთრიწყარო 26 აპრილიდან ამ დრომდე ჩაკეტილი იყო. 26 აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა მცირე გამონაკლისების გარდა.