ახალი ამბები

კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, 90%-იანი გარანტიით დავუდგებით – გახარია

4 ივნისი, 2020 • 801
კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, 90%-იანი გარანტიით დავუდგებით – გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით.

ამასთანავე, გახარია ამბობს, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით.

„დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი – პირველ რiგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს.

აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი