ახალი ამბები

გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

3 ივნისი, 2020 • 1174
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

დღეს გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” გორის მერიაში დაუდასტურეს.

მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ზარალის ასანაზღაურებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებული ზარალის თანხობრივ რაოდენობას დაითვლის, რის შემდეგაც მერია ზარალს აანაზღაურებს.

რადიო “მოზაიკამ” გაავრცელა ფოტოები, სადაც ასახულია, რომ გადახდილი სახურავი კორპუსთან მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა, თუმცა მერიის წარმომადგენლის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

ფოტო: რადიო “მოზაიკა”

მასალების გადაბეჭდვის წესი