ახალი ამბები

გურიაში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2 ივნისი, 2020 • 1091
გურიაში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ცნობით, ავტომაქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსისს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი