ახალი ამბები

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება — უდუმაშვილი

1 ივნისი, 2020 •
გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება — უდუმაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება, არც განიხილებოდა და მომავალშიც არ იქნება განხილული.

„ამ თემაზე, ალბათ, სხვა პარტიები საკუთარი სახელით ისაუბრებენ. ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია გითხრათ, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, — განაცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ცნობილია, “ძალა ერთობაშია” რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. მასში ენმ-სთან ერთად სხვა რამდენიმე პარტიაც არის გაერთიანებული. სწორედ ამ გაერთიანების კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2018 წელს გრიგოლ ვაშაძე.

აქამდე, მაისში, პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად ხედავდა „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს.

უდუმაშვილის გარდა, იმის შესახებ, რომ ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილებოდა, გაერთიანებაში შემავალი პარტიის ‘სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემაც განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი