ახალი ამბები

ვმუშაობთ საარჩევნო პროცესში სავალდებულო უსაფრთხოების წესებზე – თალაკვაძე

1 ივნისი, 2020 • 880
ვმუშაობთ საარჩევნო პროცესში სავალდებულო უსაფრთხოების წესებზე – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლება უსაფრთხოების აუცილებელ წესებს შეიმუშავებს.

თალაკვაძის თქმით, უსაფრთხოების წესებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

“ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება სავალდებულო და რეკომენდებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე, არჩევნების დღეს. რა თქმა უნდა, ცვლილებები წინასწარ იქნება ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, მაგრამ, ამავე დროს, კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, წინასაარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად 2 თვით ადრე იწყება. კანონმდებლობით, არჩევნები ვერ ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმებიდან 45 დღის განმავლობაში.

ამ თემაზე:

ტრადიციული საარჩევნო კამპანიის დასასრული?

მასალების გადაბეჭდვის წესი