საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ დღეიდან, პირველი ივნისიდან, ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111 სრულფასოვნად ამოქმედდა.
კილაძის განმარტებით, ცხელი ხაზი, რომელიც უფასოა, რამდენიმე სახელმწიფო პროგრამას აერთიანებს და მუშაობს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით.
ეს ნიშნავს, რომ ცხელ ხაზზე დარეკვისას ბავშვებს სხვადასხვა სერვისს შესთავაზებენ, მათ შორის, განათლების, სოციალური თუ ჯანდაცვის მიმართულებით.
„ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი პირველი მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება. ჩვენ დავაჯამეთ სატესტო პერიოდი და შედეგები ასე გამოიყურება: 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე დავეხმარეთ, 222 საქმე კი მიმდინარეა.
მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე- იმ ბავშვებსსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ აზარტულლ თამაშებსა და ნარტკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა, შეეძლებათ ცხელი ხაზის დახმარებით უფასო მომსახურება მიიღონ ფსიქიოლოგთან და კონსტულტაცია ასევე შეუძლიათ მიიღონ მშობლებმა და ახლობლებმა“, – ამბობს სოფო კილაძე დღევანდელ ბრიფინგზე და ამატებს, რომ უახლოეს დღეებში შესაბამის პროექტს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად წარადგენენ.
ცხელი ხაზი UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდი) დაფინანსებით შეიქმნა, როგორც საქართველოში მისი წარმომადგენელი, ღასან ხალილი ამბობს, ცხელი ხაზის მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა.
„ამ რთულ დროში მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ცხელი ხაზის მნიშვნელობას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი მრავალი გამოწვევის დაძლევაში ოჯახებს დაეხმარება. ცხელმა ხაზმა, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და სამინისტროს დახმარებით შეიქმნა, უკვე დაამტკიცა, რომ ეფექტურია, ვინაიდან, ყველა საქმეს თანამშრომლები თვალს ადევნებენ და ოჯახებს ეხმარებიან“, – ამბობს ღასან ხალილი.
დღეს, პირველ ივნისს, გეგმის მიხედვით, ბავშვთა უფლებათა კოდექსი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც სოფო კილაძე ამბობს, კორონავირუსის გამო კოდექსის ამოქმედება პირველ სექტემბრამდე გადაიდო.
კილაძე ჟურნალისტებთან ყვება, რომ კოდექსზე მუშაობის ფარგლებში თბილისში 150 სოცმუშაკი გადამზადდა, რეგიონებში კი – 100-ზე მეტი.
„ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი პირდაპირ ბავშვებზე იყოს ორიენტირებული, რომ ამ კოდექსის, განხორციელებისთვის ხელისუფლებას ჰქონდეს ადეკვატური სახსრები, მომზადებული კადრები.. ამას სჭირდება დრო, ეს 1 , 2 დღეში, ან 1 წელიწადში თუნდაც, არ კეთდება, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ გადამწყვეტი პროცესი“, – ამბობს კილაძე.
კოდექსი, რომელიც პირველი სექტემბრიდან უნდა ამუშავდეს, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებს.
მაგალითად, კოდექსის თანახმად, ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება, ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.
ვრცლად წაიკითხეთ: