ახალი ამბებიტექნოლოგიები

NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან

31 მაისი, 2020 • 14552
NASA-ს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან

SpaceX-ის კაფსულა, რომელზეც Nasa-ს ორი ასტრონავტი იმყოფებოდა,  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) წარმატებით მიუერთდა. დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი უკვე სადგურზე იმყოფებიან.

ხომალდი ISS-ს კოსმოსში 19 საათიანი მგზავრობის შემდეგ, თბილისის დროით 18:30 საითზე შეუერთდა, რის შემდეგაც ტექნიკური პარამეტრების შემოწმება დაიწყო ეკიპაჟის კაფსულიდან სადგურზე გადასაყვანად.

ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისიაა, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიამ და მთავრობამ კოსმოსში ასტრონავტები ერთობლივად გაუშვეს.

კომპანია „სპეის-იქსის“ ხომალდით კოსმოსში NASA-ს ასტრონავტების გამგზავრება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. მეორე მცდელობა 30 მაისს წარმატებით შედგა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

როგორ მოხვდა სათამაშო დინოზავრი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ბორტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი