ახალი ამბებიგართობატექნოლოგიები

როგორ მოხვდა სათამაშო დინოზავრი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ბორტზე

31 მაისი, 2020 • 13872
როგორ მოხვდა სათამაშო დინოზავრი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ბორტზე

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon NASA-ს ასტრონავტებთან ერთად დედამიწის ორბიტაზე გუშინ, 30 მაისს გაეშვა. ფრენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ერთ-ერთი მორიგი ჩართვისას მაყურებლებმა NASA-ს ასტრონავტებთან ერთად, ბორტზე სათამაშო დინოზავრიც შენიშნა.

როგორც, The Verge წერს, დინოზავრი ერთ-ერთი ასტრონავტის, შვილს ეკუთვნის, რომელმაც სათამაშო მამას კოსმოსში გაატანა. გამოცემა წერს, რომ ბორტზე ეკიპაჟთან ერთად სხვა სათამაშოებიც აღმოჩნდა, დინოზავრის მსგავსად ისინიც ასტრონავტების შვილებს ეკუთვნით:

“ძალიან მაგარია, რომ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენი შვილები გაგვეხალისებინა, როცა საკუთარ სათამაშოებს კოსმოსში მოტივტივეებს ნახავენ. მჯერა ისინი ამჯობინებდნენ თავადაც აქ ყოფილიყვნენ, თუმცა იმედი მაქვს ისინი ჩვენით ამაყობენ” – ამბობს ერთ-ერთი ასტრონავტი ბობ ბენკენი.

The Verge წერს, რომ კოსმოსში გაგზავნილი დინოზავრის მსგავსი სათამაშო უკვე გმაოჩნდა SpaceX-ის ონალინ მაღაზიაში სახელწოდებით Demo 2 და მისი ღირებულება 25 დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კოსმოსურ ხომალდებზე სათამაშოები შენიშნეს. მაგალითად, ამავე ხომალდის უპილოტო სატესტო ფრენისას, დედამიწის ფორმის სათამაშო შენიშნეს 2019 წლის მარტში. სათამაშომ ბინა საერთაშორისო  კოსმოსურ სადგურზე დაიდო მას შემდეგ, რაც ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა.

მანამდე კი დინოზავრის ფორმის სათამაშო 2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც შენიშნეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა ის შვილისთვის ასტრონავტმა კარენ ნიბერგმა შეკერა, რომელიც გუშინ, Crew Dragon-ით ორბიტაზე გამგზავრბული დაგ ჰარლის ცოლია.

სათამაშო დინოზავრი ბობ ბენკენთან და დაგ ჰარლისთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დღეს, 31 მაისს თბილისის დროით 18:00 საათზე შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი