ახალი ამბებიტექნოლოგიები

SpaceX-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 18:29 საათზე შეუერთდება [Live]

31 მაისი, 2020 • 14265
SpaceX-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 18:29 საათზე შეუერთდება [Live]

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის კაფსულა, სადაც Nasa-ს ორი ასტრონავტი იმყოფება, საერთაშორისო კოსმოსურ სასგურს თბილისის დროით 18:29 საათზე შეუერთდება.

აღნიშნულს, Nasa პირდაპირ ეთერში გადასცემს:

“ნასას” ასტრონავტები – დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი – მილიარდერ ილონ მასკის კერძო კომპანია SpaceX-ის ხომალდით, ფლორიდაში მდებარე კენედის ცენტრიდან ორბიტაზე გუშინ, 30 მაისს გაემგზავრნენ.

ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს ასტრონავტების მონაწილეობით პირველი კოსმოსური მისიაა, რომელიც ამერიკიდან, ამერიკული რაკეტით და ამერიკული შატლით განხორციელდა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კერძო კომპანიამ და მთავრობამ კოსმოსში ასტრონავტები ერთობლივად გაუშვეს.

კომპანია „სპეის-იქსის“ ხომალდით კოსმოსში NASA-ს ასტრონავტების გამგზავრება 28 მაისს იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. მეორე მცდელობა 30 მაისს წარმატებით შედგა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

როგორ მოხვდა სათამაშო დინოზავრი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ბორტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი