ახალი ამბები

თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ – ეზუგბაია

30 მაისი, 2020 • 1359
თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მოქალქეებს სთხოვს, მეტნაკლებად თავი შეიკავონ ზედმეტი თავშეყრისგან და გადაადგილებისგან.

“მე არ მინდა, ყოვლთვის შევახსენო და უსიამოვნო იყოს, მაგრამ ჩემი როგორც ერთი მოქალაქის და ინფექციონისტის თხოვნა იქნება ეს, რომ მეტნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან და თავშეყრისგან. ხომ ხედავთ, ჯერჯერობით გვაქვს ზომიერი, მაგრამ კონტროლირებადი მატება და ეს რომ შევინარჩუნოთ და არ მოხდეს უმართავი სიტუაცია… ალბათ, არ მოხდება. მოქალაქეები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ, რაც საქართველოში ხდებოდა. რაღაცნაირად თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ და კოვიდთან ცხოვრება თავშეკავებით უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

30 მაისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-მდე გაიზარდა. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, დანარჩენი 9 კი თბილისში ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 250 პაციენტი.

30 მაისი: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი