ახალი ამბები

30 მაისი: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 გამოჯანმრთელდა

30 მაისი, 2020 • 1858
30 მაისი: კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 გამოჯანმრთელდა

30 მაისის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-მდე გაიზარდა. 

24-ით, 600-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, დანარჩენი 9 კი ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 250 პაციენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი