ახალი ამბები

უფრო მეტი გამოცდილებაა საჭირო – უზენაესის მოსამართლე როინიშვილის დანიშვნაზე

29 მაისი, 2020 •
უფრო მეტი გამოცდილებაა საჭირო – უზენაესის მოსამართლე როინიშვილის დანიშვნაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, რომელიც ეკატერინე გასიტაშვილთან ერთად პლენუმის იმ ორ წევრს შორისაა, ვინც ვასილ როინიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მიიჩნევს, რომ უზენაეს სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფრო მეტი გამოცდილების მქონე მოსამართლე უნდა დაენიშნა.

“ვფიქრობ, ზოგადად, როდესაც საერთო სასამართლოებიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება კანდიდატის წარდგენა, ძალიან კარგი იქნება, რომ შერჩეულ იქნას მოსამართლე, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამრთლოს საქმიანობაში, იმიტომ, რომ განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, საკონსტიტუციო სასამართლოში სასურველია, იყოს დაბალანსებული შემადგენლობა როგორც მოსამართლეებისა, ასევე, აკადემიური წრიდან წამოსული პირების. მიმაჩნია, საკონსტიტუციო სასამართლოში სასურველია იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს მრავალი წლის გამოცდილება, არიან ისეთ ასაკში, რომელიც 20 წლის და მეტი ხნის გამოცდილება აქვთ საკონსტიტუციოში დანიშვნამდე”, – განაცხადა ბაქაქურმა.

რაც შეეხება პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საკითხს, ბაქაქურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან პლენუმის წევრების კონსულტაციები გუშინ, 28 მარტს გაიმართა.

“ჩვენ ყოველთვის უნდა ვესწრაფვოდეთ იმას, რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით და გამჭვირვალობით მოხდეს ნებისმიერი მოსამართლის შერჩევა”, – აღნიშნა მან.

მე და ჩინჩალაძე მეგობრები ვართ, ღირსეული ადამიანია – როინიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი