აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“ აქვეყნებს განცხადებას, სადაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ე.წ. „ბორდერიზაციას“ და აცხადებს, რომ აშშ მოითხოვს რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციის დასრულებას.
„აშშ გმობს მიმდინარე „ბორდერიზაციას“, რომელიც რუსეთის თავკაცობით ხორციელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები და საშუალება მისცეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავ გადაადგილებას“, — წერს იგი.
აქამდე, „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.